logo
ENG



ივანიშვილი: ზოგი პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს

21 ნოე 202012:10
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/21/2jlxgwijhvoxb0v.png

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა. 

მისი შეფასებით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ზედმეტად ემოციურად და გადაჭარბებულად ამბიციურად მოქმედებს. 

"შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში. ამასთან იცით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ არჩევნებს", - თქვა ივანიშვილმა.

კითხვაზე, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მისი აზრით, ივანიშვილმა უპასუხა: 

"მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება". 

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება. 

თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას ორის მოლაპარაკებებიც იმართება, თუმცა, ჯერჯერობით, ვითარება უცვლელია - ხელისუფლება ოპოზიციას სთხოვს, პარლამენტში შევიდეს და მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობს. 


close დახურვა